ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“დაპირებული ახალი ამბავი. ოკუპანტებისთვის დათმობილია ახალი ტერიტორია საჩხერის მიმართულებით
• უახლოეს ხანში ასეულობით ჰექტარი ტყე მოექცევა ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაში საქართველოს კოლაბორაციონისტი მთავრობის ხელშეწყობით.
• დამადასტურებელი ფოტო მასალა ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიამ“ გადაადგილების შეზღუდვების და მუდმივი თვალთვალის მიუხედავად რამოდენიმე საათის წინ მოიპოვა.
სამწუხაროდ, ხელისუფლების საგანგაშო დუმილისა და “არგაღიზიანების პოლიტიკის” გამო, ბოლო ერთ წელიწადში უკვე მეორედ, ჩვენ გვიწევს ჩავატაროთ პრეზენტაცია, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ მიტაცებულ ისეთ ტერიტორიას წარმოგიდგენთ, რომელიც არასდროს, თვით სსრ კავშირის დროსაც კი, არ შედიოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში.
ამჯერად ოკუპანტებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით თავიანთ კარგად ნაცად მეთოდს მიმართეს: ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ. თუმცა, უკვე დღეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ ფაქტიურად დაკარგა შესაძლებლობა შევიდეს იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ უპრობლემოდ გადაადგილდებოდა.
ოკუპანტებისთვის დათმობილია ახალი ტერიტორია საჩხერის მიმართულებითაღებავებით მონიშვნასთან ერთად, ოკუპანტებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ტყეში მოხვედრის შემთხვევაში ადგილობრივები გააფრთხილონ ასეთი წარწერით (კადრში ჩანს აბრა) და მიანიშნონ არარსებულ საზღვარზე.
ამ და სხვა ნიშნულების გამოვლენისა და პრევენციის ნაცვლად, ხელისუფლება ჩვენი შეზღუდვითაა დაკავებული, თუმცა, ატოციდან ჩვენი გაყვანისა და საოკუპაციო ზოლზე გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, ჩვენი გუნდი აგრძელებს 940 დღის წინ დაწყებულ სამოქალაქო პატრულირებას და წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას.
თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ორად გაყოფილ ეკრანზე, სადაც თქვენგან მარცხნივ გამოჩნდება ის, რაც უკვე იყო, ხოლო მარჯვნივ ის, რაც ხდება დღეს. მსგავსების აღმოჩენა და პროგნოზის გაკეთება, რას შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს უახლოეს პერიოდში, ვფიქრობთ, არ გაგიჭირდბათ…
მარცხნივ გადაღებულ ფოტოზე 2019 წლის იანვარია, მასზე ჩორჩანის ტყეში გადაღებული მონიშვნები ჩანს: ოკუპანტებმა ყვითელი საღებავებით გზა მონიშნეს, ხოლო ამ ადგილების აღმოჩენის შემდეგ პოლიცია ჩვენ გვიმტკიცებდა, რომ ეს მონიშვნები მეტყევეების ნახელავი იყო.
მარჯვენა ფოტოზე 2020 წლის იანვარია და მასზე უკვე პერევის მიმართულებით, ტყეში გადაღებული მონიშვნებია გამოსახული. განსხვავება მხოლოდ ფერშია.
საოკუპაციო ხაზიდან შემოჭრის სიღრმე შეადგენს საშუალოდ 240 მეტრს, ხოლო ჩორჩანა-პერევის საოკუპაციო ხაზის სიგრძე რამდენიმე ათეული კილომეტრია.
გარდა აქ წარმოდგენილი ფოტო მასალისა, გთავაზობთ იმ ნიშნულების ჯიპიეს კოორდინატებს, რომლებიც ჩვენი პატრულირების დროს აღმოვაჩინეთ ჩორჩანის ტყეში.
42.165954,43.656025
42.166142,43.655241
42.166147,43.655051
42.166258,43.654054
რას გვიპასუხებს ხელისუფლება?
არ დავიწყებ მარჩიელობას, დაველოდები მის პასუხს, მაგრამ იმ ჯიუტ ფაქტს ვერ გავექცევით – ხელისუფლებამ დათმო კიდევ უზარმაზარი ტერიტორიები და დაგვიმალა ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციის ფაქტი.
პ.ს. იმედია, იმდენს მაინც გააკეთებთ, რომ არ დაიწყებთ ჩვენ დარწმუნებას იმაში, რომ ეს მონიშვნები ადგილობრივი მეტყევეების ნამოქმედარია.”
კომენტარები