საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს.
„ამ გაჭირვების ჟამს, გიერთდებით მადლიერების გამოხატვაში, იმ ხალხის მიმართ, ვინც #COVID19-ს სახლში დარჩენით ებრძვის. ბორის ჯონსონ, გამაგრდით! ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას. გისურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას“,- წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „კოვიდ 19“-ის დადასტურებიდან მეათე დღეს პრემიერს კვლავ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები, ამიტომ ის ტესტის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები