ადვოკატი, გიორგი ფანცულაია:
“იმის გამო, რომ დღეს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, გადავწყვიტე დამედო ჩემი კომენტარი, რომელიც დღეს ტელეკომპანია ფორმულაზე პირდაპირ ეთერში მქონდა.
როგორც მოგეხსენებათ, სამი დღის წინ საზარელი ამბავი მოხდა ქ.თბილისში, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი 40 წლის ქალბატონო, რის შემდეგაც დააკავეს 20 წლის ეგვიპტის მოქალაქე ი.ზ.
1) მინდა გითხრათ, რომ #ტყუილია თითქოს მკვლელობა მოხდა გენდერული ნიშნით (პროკურატურაც კი არ ამბობს მსგავსს ბრალის დადგენილებაში);
2) გაავრცელეს, რომ თითქოს ი.ზ. რამოდენიმეჯერაა გასამართლებული გაუპატიურების ბრალდებით. – #ტყუილია, რადგან არც ერთხელ არ ყოფილა გასამართლებული გაუპატიურების ბრალდებით (20 წლის მოქალაქე რამოდენიმე გაუპატიურების ბრალდებით გასამართლებული, როგორ წარმოგიდგენიათ მას ეს ყოველივე მოესწრო და გაესამართლებინათ, მერე სასჯელი მოეხადა და გამოსულიყო თავისუფლებაზე. წარმოიდგინეთ რა ასაკში უნდა ჩაედინა გაუპატიურებები, თან რამოდენიმეჯერ გაესამართლებიათ ამისთვის).
ის სულ სხვა რამისთვისაა გასამართლებული (ნაკლებად მძიმე კატეგორიის საქმეზე), რის გამოც 6 თვე იხდიდა სასჯელს.
p.s საზოგადოების გასაგონად, ადვოკატები დღეს დავეთანხმეთ პროკურატურის მოთხოვნას/შუამდგომლობას, რომ ი.ზ მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთი ღონისიძიების სახე პატიმრობა შემდეგი მიზეზებით:
ბრალდებულის თანხმობით – დაცვის მხარემ სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ გამოძიებას სრულად შეუწყოთ ხელი, რათა საზოგადოებამ გაიგოს რეალურად რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. ამ ყოველივეს გარკვევას ალბათ დასჭირდება რამოდენიმე თვე, მინიმუმ ექსპერტიზის დასკვნების მოსვლამდე.
ასევე ბრალდებულის თანხმობით ადვოკატებმა გამოვხატეთ თანხმობა, რომ მის მიმართ სტაციონალური სახით ჩატარდეს ფსიქიატრიული ესპერტიზა, რათა გავიგოთ ამ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, ვინაიდან მისი ფსიქიკური მდგომარეობა ბევრ კითხვას ბადებს და ამიტომ როგორც ამ საქმისთვის ასევე სამომავლოდ, საჭიროა დადგინდეს ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა.
დაცვის მხარეს არც ერთ განცხადებაში არ უთქვამს, რომ ი.ზ. დამნაშავეა ან უდანაშაულოა, ამისათვის საჭიროა სრულყოფილი გამოძიება, რომლის თაობაზე გამოვთქვით სრული მზაობა და ჩართულობის სურვილი.
იმედია დასრულდება არასწორი განცხადებები და დაველოდებით ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას…”
კომენტარები