პოლიტიკოსი, თინა ხიდაშელი, “ტვ პირველთან” ამბობს:
განსხვავებით ოპოზიციური პარტიებისგან, ივანიშვილი ხვდება რომ კალენდარული 2 წელი რომ არის არჩევნებამდე დარჩენილი, სინამდვილეში ეს ძალიან ცოტაა და არ არის ისე, რომ უჰ, ორი წელია, სულ რაღაც ორი წელია დარჩენილი მომავალ არჩევნებამდე და ის დღესვე დებს კვერცხებს ყველგან, სადაც შესაძლებელია, რომ საჭირო მომენტში წიწილები გამოიჩეკონ იქ, სადაც საჭირო იქნება. მე იმედი მაქვს, რომ ქართული ნამდვილი ოპოზიციური სპექტრიც მიხვდება რომ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ეს მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული უნდა ჰქონდეს. ივნისის მოვლენებმა გვაჩვენა რომ წინააღმდეგობის ფრონტი ძლიერია, ასე არ არის, რომ რასაც ეტყვიან პოსტ ტვ–დან მოქალაქეებს, მოქალაქეები ამას ყლაპავენ და მერე დასაძინებლად მიდიან, ივნისის მოვლენების დროს ვნახეთ, რომ ეს ასე არ არის. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ბევრი ადამიანია გულგატეხილია. ადამიანებს იმედი დაკარგული აქვთ და კვლევები რომ ამბობს, ბევრმა ადამიანმა არ იცის, ვის აძლევს ხმას, გულწრფელია ის ადამიანი ამაში. ეს იმას კი არ ნიშნავს, ხვალ რომ არჩევნები იყოს, აუცილებლად არც ერთი არ წავა არჩევნებზე, მათი ნაწილი წავა და ვინმეს მისცემს ხმას, მაგრამ ამჯერად გულწრფელად თუ გინდა გიპასუხოს, არა აქვს არჩევანი გაკეთებული – ეს არის მთავარი პრობლემა.
ბიძინა ივანიშვილის წრამატების ფორმულა, ის კი არ არის, რასაც სოზარ სუბარი და ხუნდაძე საუბრობენ, ივანიშვილის პროპაგანდის წარმატების ფორმულა ის არის, რომ მან მოახერხა გულგატეხილობის, ხელის ჩაქნევის, ნიჰილიზმის მნიშვნელოვანწილად შეტანა საზოგადოებაში. ეს არის მთავარი პრობლემა. ოპტიმიზმი უნდა მოდიოდეს ოპოზიციისგან და როცა მეკითხებიან რა არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა – ეს არის მათი მთავარი შეცდომა, ხშირად ისინიც ასე გულგატეხილები გველაპარაკებიან და პოლიტიკურ პარტიას ამის უფლება არა აქვს. საქართველოში დღე სპოლიტიკური დისკუსი აწყობილია, ვინ ვის მოუგებს სიტყვაში რაღაცის დასაბრალებლად. ეს დაბრალება მაინცდამაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ ტყუილია, შეიძლება სიმართლეც იყოს, მაგრამ მთავარი ამოცანა მაინც ესაა, უჰ, რა მაგრად ვუთხარი და მერე ვიღაცეების ტაშს დაუკრავენ.
ორ რამეს ვიხსენებ სულ და ახლაც გავიხსენებ – ორივე რეჟიმს (შევარდნაძის და სააკაშვილის) ჰქონდა სერიოზული მცდელობები ავტორიტარიზმის, ყველაფერს უსმენდნენ, კონტროლდებოდა და მაშინც ეუბნებოდნენ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ისინი ძალიან სუსტები იყვნენ, სულ გვეუბნებოდნენ, სუსტია, აბა, სად არის ოპოზიცია და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ავტორიტარიზმის დროს, ძლიერი ოპოზიცია არა გვაქვს.
ვარდების რევოლუციამდე როგორ მივედით? სააკაშვილი გააფრებით ებრძოდა იმ რეჟიმს, მიდიოდა დისკრედიტაციის კამპანია, წივილი, კივილი, ჩხუბი, მაგრამ ყველა ამომრჩეველს თავში ჩაუდო ორი პოზიტიური გზავნილი – უთხრეს, რომ დაუბრუნებდნენ ანაბრებს და მეორე იყო პენსიის გაზრდის დაპირება. პირველი იყო ბლეფი, მეორე შესრულებადი.
2011 წელი – ქვებით დაგვსდევდნენ, ვიბრძოდით, ისინიც გვებრძოდნენ, ჩვენც, მაგრამ იყო პოზიტიური დღის წესრიგი, ძირითადად სოფლის მეურნეობის და გლეხობაზე ორიენტირებული. ქალაქები მოგებული იყო, დიდ ქალაქებში ასეა ხოლმე, ხელისუფლება როცა ძალიან მიქარავს, მას დიდ ქალაქებში მოგების შანსი ნაკლები აქვს და მთავარი აქცენტი გაკეთდა სოფლებზე და რეგიონებზე, ყურძნის მოსავალზე, იაფი ფულის პროგრამა…
დღეს არანაირი პოზიტიური ნარატივი არ არის ქვეყანაში. ერთი მესიჯი მაინც გახსოვთ? ოზიტიური დღის წესრიგის გზავნილებში მხოლოდ დაპირება კი არ არის ამბავი, თუ ეს გზავნილი რჩება ამომრჩეველთან, მას უჩნდება განცდა, რომ შენ დანახული გაქვს სისტემურად, მაგალითად, თუ დაიჯერებს, რომ პენსიას მოუმატებ, ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ესე იგი ამ კაცს ნაფიქრი აქვს და პენსიისთვის ბიუჯეტში 1 მილიარდი რომ უნდა იშოვოს, ესე იგი ის ბიუჯეტიც გაანალიზებული აქვს. ამ ტიპის დისკუსის პრობლემა გვაქვს დღეს. კარგი ოპონენტები არიან, მაგარი მებრძოლები ჩვენი ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ალტერნატივა რომ არიან ვერ აჩვენებენ.
კომენტარები