„ინტერფაქსი“ იუწყება, რომ რუსეთის და ბელარუსის ლიდერები ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ.
„საკავშირო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვარზე ვითარების გამწვავების გამო რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონული დაჯგუფების შექმნაზე შევთანხმდით. თუ საფრთხის დონე კრიტიკული გახდა, ჩვენ საკავშირო სახელმწიფოს დაჯგუფებას ავამოქმედებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ამ შეთანხმებას პუტინმა და ლუკაშენკომ პეტერბურგში, დსთ-ს არაფორმალურ სამიტის ფარგლებში პირისპირს შეხვედრაზე მიაღწიეს. ლუკაშენკოს თქმით, მან ყველა აუცილებელი განკარგულება გასცა და დაჯგუფების ფორმირება უკვე დაწყებულია.
ლუკაშენკომ, ასევე, განაცხადა, რომ ბელარუსს კვლავ ემუქრება დარტყმები უკრაინის ტერიტორიიდან და ამის შესახებ ის ოფიციალური არხებით გააფრთხილეს.
კომენტარები