სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
მოდით გულახდილად ვთქვათ, ყოველგვარი ნიშნის მოგების და კეკლუცობის გარეშე…
– ონლაინ გაკვეთილები არის ამაზრზენი, საშინელება, დამთრგუნავი და არ მუშაობს საქართველოში.
– 20-30 ბავშვშვისთვის ერთდროულად მსგავსი მიდგომა ყოვლად დაუშვებელი და არა პროდუქტიულია. “ბარდაგ”!
– ძირითადს მაინც მშობელი აკეთებს. იმ აირზაურის შემდეგ მშობელს უწევს მასწავლევლის როლის შეთავსება, იმის თქმა მინდა, რომ მასწავლებელს მოსწავლესთან მიმართებაში ფუნქცია აქვს დაკარგული. მაგრამ თუ საქმე ეხება მაღალ კლასებს, ხშირ შემთხვევაში იქ მშობელიც უძლურია.
– 5-7 მოსწავლეზე მეტი ჩართულობა ქმნის საშინელ აურზაურს! ერთადერთი ამართლებს პატარა ჯგუფები და ისიც არა სათანადოდ!
– მე მაქვს მასწავლებლად მუშაობის სამ წლიანი გამოცდილება და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ვერ ხედავდე და თვალს არ უსწორებდე მოსწავლეს, არ გქონდეს უშაუალო ფიზიკური შეხება… რთულია მეგობრებო რთული, მაგას ჯობდა კლასგარეშე დატვირთვა მიგეცათ ბავშებისთვის ან განვლილი მასალის გამეორება. ეს ორ თვიანი წყვეტა რამენაერად უნდა კომპენსირდეს, არ ვიცი მე ასე ვფიქრობ! “
კომენტარები