რუსეთის ბრალდებებს, თითქოს ტროტილით დატვირთული მაქანა, რომლითაც ყირიმის ხიდი ააფეთქეს რუსეთში საქართველოდან შევიდა, ქართველი სამხედრო ექსპერტები დაშინებით მცდელობად აფასებენ.
ექსპერტი ნიკო მიქაია ფიქრობს, რომ რუსეთ ისეთ ქვეყნებს ემუქრება, სადაც მას კონკრეტული მიზნები ამოძრავებს.
როგორ სახელმწიფოებზე აქვს ლაპარაკი, ვის ემუქრება? პირველი, ემუქრება ბულგარეთს. ჩვენ ვხედავთ, როგორ აქტიურად ცდილობს უკრაინას გვერდშ დაუდგეს და იარაღი მიაწოდოს, სომხეთი, რომელმაც უკვე ოფიციალურად ზურგი აქცია რუსეთს. საქართველოშ, მას, იდეაში, ჰყავს თავისი მორჩილი ხელისუფლება, სადაც მას პოლიტიკური საფრთხეეები ამ წუთში არ გააჩნია, მაგრამ არის ხალხი, რომელიც არ ეგუება რუსეთს და სწორედ ამ ხალხის დაშინების მცდელობაა ეს ყველაფერი, ვიდრე რამე რელაური საფრთხე, – ამბობს სამხედრო ექსპერტი ნიკო მიქაია.
კიდევ ერთი სამხედრო ექსპერტი კობა ნაროუშვილი ამბობს, რომ ტროტილით დატვირთლი მანქანა საქართელოს საზღვრებს ვერ გაივლიდა, რადგან ამის საშუალება მას საბაჟო გამშვებების ტექნიკური აღჭურვა არ მისცემდა.
ჩვენი საზღვრების საბაჟო გამშვებების ტექნიკური აღჭურვა იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოირიცსო ასეთი რაღაცეები. მათ თავიანთი სისუსტის გადასაფარად ყოველთვის ვიღაც უნდა დაადანაშაულონ და ერთ-ერთი, ვისაც ხშირად ადანაშაულებენ საქართველოა, მაგრამ არც ლოგიკაშ ჯდება ეს და თეორიულადაც გამორიცხულია, – ამბობს კობა ნაროუშვილი.
ტვ.პირველი.
კომენტარები