პოლიტოლოგი, ლევან შენგელია:
“კარგი, მოგვწონს – არ მოგვწონს, გავიგეთ, რომ საქართველოს მთავრობა ე. წ. არგაღიზიანების პოლიტიკას ეწევა რუსეთის მიმართ (“აბა ომი გინდათ?!”).
ძალიან საინტერესოა, რატომ არ ეწევა მთავრობა იგივე პოლიტიკას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, რა მიზნებს ემსახურება მისი ასეთი ქცევები- ხომ ცხადია, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება სტრატეგიულად შეუდარებლად მეტად დააზარალებს ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ჩრდილოელი მეზობლის კანიბალური ქმედებები!
მეტიც, სწორედ დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობები გაუხსნის ხელს ველურ რუსეთს და “ომი გინდათ” მერე ვიკითხოთ!
თუ სანქცირებული ტვირთები მართლა გადის საქართველოზე, საშიშროება რეალურია. ცეცხლს ვეთაშებით!”
კომენტარები