საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
ოკუპანტებმა 85 ერთეული ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს უკრაინის ქალაქების მიმართულებით
გამოიყენეს შემდეგი ტიპის ფრთოსანი რაკეტები:
KH-101 ფრთოსანი რაკეტა, ღირებულება 13 მილიონი დოლარი;
Calibr-ის ფრთოსანი რაკეტა, ღირებულება 6,5 მილიონი
KH-555-ის ფრთოსანი რაკეტა ღირებულება…
უცნობია ჩამოთვლითაგან ცალკ-ცალკე რამდენი ერთეულის გაშვება მოხდა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, სავარაუდოდ გამოიყენა ნახევარი მილიარდი ღირებულების რაკეტები, რომლის გაშვება მოხდა როგორც სტრატეგიული ბომბდამშენების Tu-22-ისა Tu-95-ების ასევე შავი ზღვის ფლოტის გამოყენებით
დაბომბევბი განხორციელდა სამ ეტაპად ასტრახანის, შაიკოვსკოს საჰაერო ბაზებიდან აფრენილი სტრატეგიული ბომბდამშენებით ასევე შავ ზღვის ფლოტზე განთავსებული ფრთოსანი რაკეტებით(Calibr-ი)…
მასშტაბური დაბომბვების მთავარი მიზანი(რომელსაც სამწუხაროდ მოჰყვა მსხვეპრლი მშვიდობიან მოსახლეობაში) უკრაინის ენერგო სექტორის სრული პარალიზება,პანიკის დათესვა, უკრაინის არმიის ლოჯისტიკური მომარაგების გზების მოშლა და რაც მთავარი უკრაინის არმიის კონტრშეტევების შეკავებაა, რადგან პუტინს ესაჭიროება დრო და ის ფიქრობს რომ მისი მთავარი მოკავშირე იქნება ზამთარი, სწორედ ამიტომ ცდილობს უკრაინის ქალაქები გათიშოს ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე…
პუტინის ამ ქმედებას აქვს უკურეაქცია რადგან უკრაინის არმიის შეარაღების ტემპები დაჩქარდება მოკავშირეების მხრიდან ამას ადასტურებს ჟ.ბორელიც, ხოლო უკრაინელი ერის მებრძოლ სულს ეს ბარბაროსული ქმედება პირიქით აამაღელებს, ხოლო რაც შეეხება ზამთარს, უკრაინის ომი პუტინისათვის ბოლო ზამთარი იქნება, რადგან რუსული არმია მზად არ არის ზამთრის პირობებში როგორც აღჭურვილობის(ამუნიცია ეკიპირება საბრძოლო მომზადება) მხრივ ასევე მათი დიდი ხნით თავდცავის პოზიციებში ყოფნით მათი დემორალიზაციის მასშტაბები გაიზრდება…
მიუხედავად იმისა რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს 45 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის ფრთოსანი რაკეტის გადაჭერა/განეიტრალბა, უკრაინას ესაჭირობა ძლიერი საჰაერო თავდაცვის ფარი რომლის გამოყენებით მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის თავდაცვა რუსული სარაკეტო დაბომბვებისას…
გერმანია უკრაინას ოთხი დაპირებული IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან პირველს გადასცემს უახლოეს დღეებში,ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს…
კომენტარები