მოსამართლეს, რომელმაც თელავში მკვლელობის ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე 26 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ქალის დედა პირდაპირ ადანაშაულებს და ამბობს, რომ რომ არა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება, მისი შვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა.
ლელა ფირანიშვილი მედიასთან:
„მოსამართლეს არანაირად არ უნდა გამოეშვა ის გარეწარი, მით უმეტეს მე რომ მივედი დაკითხვაზე, ეს ფაქტები, ყველაფერი გადავშალე, იმ რისკზეც მივდიოდი, რომ ბავშვი მიმეყვანა და ბავშვიც მელაპარაკებინა, ოღონდ ის მკვლელი გარეთ არ ყოფილიყო. პირველ რიგში იმას დავუსვამდი კითხვას, გირაო რატომ აიღო და რატომ გამოაშვებინა ციხიდან, რატომ დაუშვა ეს ყველაფერი, ის რომ ცოტა ხანს იქ ყოფილიყო, ეს ცოცხალი იქნებოდა. ეს უბედური იძახდა, დე, ის რომ არ გამოვიდესო… თავის ბავშვებით საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას… ის რომ გამოვიდეს, მე საქართველოში არ დავხვდებიო.“
შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა პოლიციის მიერ დაკავებული ცოლზე მოძალადე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გათავისუფლებულმა მოძალადემ რამდენიმე დღეში სასტიკად მოკლა.
კომენტარები