ოპოზიციონერი დეპუტატი,პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოს გააჩნია ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი საერთოდ არ გვჭირდება. ასეთი პრობლემა, როგორიც არის დეოლიგარქიზაცია, საქართველოს არ გააჩნია. საქართველოს გააჩნია ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა.
პრობლემა სწორად უნდა დავაიდენთიფიციროთ. ნაცვლად იმისა, რომ ერთპარტიულ მმართველობას ვებრძოლოთ, ოლიგარქებს არ უნდა ვებრძოლოთ. ეს არის კარგად გასააზრებელი. კარგი იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიმართ პირად დამოკიდებულებას გვერდით გადავდებთ და გადაწყვეტილებას ჩვენი დასავლური ინტერესების გათვალისწინებით მივიღებთ.”
კომენტარები