რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“ჩვენ შევქმენით ისტორიული მომენტი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში, მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ამ საერთო დეკლარაციის ხელმოწერის მეშვეობით, ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ სტრატეგიულ პარტნიორობას რუმინეთსა და საქართველოში, ისე როგორც, ჩვენ ეს შევათანხმეთ 2019 წელს ნიუ იორკში.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ასევე პირადი და სხვადასხვა ადამიანთა შორის ურთიერთობების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ევროატლანტიკური პარტნიორობის ფარგლებში, გააღრმავებს და გააუმჯობესებს მას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასევე გააუმჯობესებს უსაფრთხოების სფეროს თანამშრომლობას.
მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, რომ მიიღეთ ევროპული პერსპექტივა ივნისში. რასაკვირველია, ინტეგრაცია გულისხმობს სხვადასხვა სტრუქტურულ, რთულ რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით, პოლიტიკურ სისტემაში და ძალისხმევას მოდერნიზაციის, დემოკრატიზაციის კუთხით, რაც მნიშვნელოვანი ელემენტებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. კიდევ ერთხელ მინდა, დაგარწმუნოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ რუმინეთი თქვენი პარტნიორია ამ პროცესში.
გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და გადმოგცემთ განსაკუთრებულ გზავნილს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს თქვენი რეფორმების მხრივ, ამავდროულად, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ეს ხდება რა თქმა უნდა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის თანახმად და ეს გახლავთ ჩვენი მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულება“
კომენტარები