პენსიონერ ბებიას, რომელსაც პენსია ახალი აღებული ჰქონდა, ტანსაცმლის გასუფთავებისას, შემთხვევით, ფული აივნიდან გადმოეყარა და ეზოში მდგარ ხეზე შერჩა.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა.
პენსიონერმა დახმარებისთვის სწორედ 112-ში დარეკა. ადგილზე მაშველები მივიდნენ, ხიდან თანხა ჩამოიღეს და პატრონს დაუბრუნეს.
კომენტარები