წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო–საგანმანათლებლო ცენტრის ინფორმაციით,, 10 ოქტომბერს, ‘’გრანელობა-2022’’ პროგრამის ფარგლებში, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ‘’გრანელი’’ (ხელმძღვანელი სოფო-თეო კვარაცხელია).
მუზეუმშივე დაჯილდოვნენ ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები:
‘’საუკეთესო ნახატი’’- ქ.ჯვარის მე-2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ყურუა,
’საუკეთესო ჩანახატი’’-ქ.წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნაი ზარანდია.
‘’ერთი ლექსის ეფექტი’’- ქ.ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანასტასია დარსალია.
სიმბოლური საჩუქრები გამარჯვებულებს გადასცა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ქ-ნ თამარ ბელქანიამ.
ღონისძიებები დასრულდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის სპექტაკლით ‘’ჩუმად, რეპეტიციაა!”
კომენტარები