“ენმ”–ის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, “ტვ პირველთან” პარტიის ლიდერებს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას, ამბობს:
ყველაზე მეტად ჩვენთვის არ არის სასიამოვნო, როდესაც საჯარო განცხადებებით მოგვიწია თქმა, პარტიაში დემოკრატიული პროცესია, ყველა ერთ აზრზე არ არის, მაგრამ ეს პარტიას არ შლის, ან ანგრევს. დიახ, დაპირისპირება ამოიწურა. პარტიის თავმჯდომარის ცვლილება არ იგეგმება, ამის შესახებ, არც მსჯელობა და განხილვები ყოფილა. სხვა დღის წესრიგები გვაქვს.
ჩვენი პარტიის დღის წესრიგის უმთავრესი გამოწვევაა სააკაშვილი გამოვიხსნათ ტყვეობიდან, რომელიც წელიწადზე მეტია ციხეში და ამ მხრივ ბევრს ვმუშაობთ, ლევან ხაბეიშვილი ბრიუსელშია, ხატია სტრასბურგშია, აქაც ვესაუბრებით დიპლომატიურ წარმომადგენლებს. ხალხამდე იდეის მიტანა – ამაში ოპოზიცია მოიკოჭლებს, ოპოზიციის სისუსტე ამაშიც მდგომარეობს. მიშა სააკაშვილს ვარდების რევოლუციისას ჰქონდა იდეა, რომ საქართველოდან სახელმწიფო უნდა აეშენებია, კორუფცია უნდა აღმოეფხვრა, ის სიბნელე უნდა დამთავრებული და ქვეყანა განათებულიყო, ამ იდეას ასხივებდა სააკაშვილი და იმიტომაც მოხდა, რაც მოხდა.
კომენტარები