ენმ– ის დეპუტატი რომან გოცირიძე ფეისბუქზე:
“დღეს ფრაქციაში განვიხილეთ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები. როგორც მშპ-სთან, ასევე ბიუჯეტთან დაგავშირებით ხელისუფლება ეწევა მანიპულაციას და წარუმატებლობა წარმატებად უნდათ რომ გაასაღონ.
ბიუჯეტი 2019 წელს იყო 13,47 მილიარდი ლარი, 2023 წელს იქნება 21,15 მილიარდი ლარი. ამით ამაყობენ, ხომ ხედავთ რამდენით იზრდებაო. სინამდვილეში, მომავალი წლის ბიუჯეტი რეალური მსყიდველობითუნარიანობით ანუ ფასების ზრდის გათვალისწინებით გამოდის მხოლოდ 14,95 მილიარდი ლარი, ანუ ოთხი წლის განმავლობაში რეალურად გაიზარდება მხოლოდ 11 პროცენტით, თანაც ამ ზრდაში ბევრია ვალები.
როგორც ასი ლარით დღეს იმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებ საქონელს ყიდულობ მაღაზიაში, ვიდრე წინა წლებში, იგივეა ბიუჯეტთან დაკავშირებითაც-ნაკლებ საქონელსა და მომსახურებას ყიდულობ და ბიუჯეტიდან გაცემულ ხელფასებსა და პენსიებსაც ნაკლები წონა აქვს.
იზრდება და არც იზრდება.”
კომენტარები