საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა, ტვ. იმედის ეთერში განაცხადა:
“ჩვენს ტერიტორიაზე არ გადაადგილდება უკონტროლო ტვირთი, დაწყებული არაჟნით და ხაჭოთი, დამთავრებული ტროტილით, – ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით, ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეების პასუხი საკმარისია და რუსეთის სპეცსამსახურების ანკესს არავინ უნდა წამოეგოს.
„არავითარი შემხებლობა საქართველოს ამ ფაქტთან არ აქვს. შეგვიძლია აქ წერტილი დავსვათ. უაზრო სპეკულაციებში არ უნდა შევიდეთ, არ უნდა წამოვეგოთ იმ ანკესს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩვენი მისამართით გადმოაგდეს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მან ჟურნალისტების ნაწილიც გააკრიტიკა და ანიშნა, რომ საქართველოს ამ მოვლენაში ბრალი არ მიუძღვის და არც სამხედრო ტვირთებისთვის არის შავი ხვრელი, ამიტომ თავის სამართლებელი არაფერი აქვს,
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) განცხადებით, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო და მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დგას. „ეფესბეს“ განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ოდესის პორტიდან ბულგარეთში გაიგზავნა, შემდეგ კი ბულგარეთის ქალაქ რუსედან ჯერ ფოთის პორტში, შემდეგ კი ერევანში ჩავიდა. 3 ოქტომბერს ერევანში ტვირთს საბუთები შეუცვალეს, რის შემდეგაც საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომობილით 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გავლით რუსეთში ჩაიტანეს. საქმეზე უკვე დაკავებულია რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქე. „ეფესბეს“ მტკიცებით, ტვირთის გადაადგილების მომზადებაში ასევე საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა.
კომენტარები