პოლიტიკოსი კახა მიქაია წერს:
“ბონდო მაროშკინებო და ხათუნა გიორხელიძეებო!
თუ თქვენ იმის იმედად ხართ, რომ თქვენს პუტკას ეს ყველაფერი შერჩება, მასთან უკრაინელები მოლაპარაკებებს დაიწყებენ ან დასავლეთი აიძულებს ზელენსკის პუტკასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს, მაშინ თქვენ, ძამა, გაგიფრენიათ და ვერ გიგრძვნიათ, აი…
ხოლო თუ იმასაც ფიქრობთ, რომ პუტინი გადარჩება, ხელისუფლებას შეინარჩუნებს და მერე თქვენ დაგეხმარებათ, რათა ზებრათუხუცესთან ერთად, კიდევ დიდხანს იბაირამოთ და იგულავოთ, ნუ მაშინ თქვენ, ძამა, უკვე მარსზე ყოფილხართ და მასკი ტყვილა ჩალიჩობს მარსზე გაფრენას… ღმერთმანი…
P.S.ისე, ყველანი ერთად მთავრობის კანცელარიის ლიფტში რომ შეყუჩდეთ, ღილაკს თითი მაგრად მიაჭიროთ და ისე გაფრინდეთ, იაფად გამოხვალთ… ლიფტიდან…
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი:
,,ლავროვის წინადადება უკრაინაზე დასავლეთთან მოლაპარაკებების შესახებ არ არის კონსტრუქციული”
თეთრი სახლი:
აშშ უკრაინისათვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაჩქარებული წესით მიწოდებაზე მუშაობს
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი:
,,რაც შეეხება ვაშინგტონიდან მითითებებს, მინდა, შევახსენო ლავროვს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინელმა ხალხმა აირჩია, ის ერთმნიშვნელოვნად ამბობდა უარს დასავლელი ლიდერების რჩევების მიღებაზე – გახსოვთ, ომის დასაწყისში მას არწმუნებდნენ, რომ კრაკოვში გადასულიყო, მან კი უპასუხა, „გმადლობთ, არ მჭირდება გამგზავრება, მჭირდება იარაღი!“. ის უარს ამბობს, მოისმინოს რაღაც მითითებები დასავლეთიდან.”
არესტოვიჩი:
,, რუსეთის ფედერაცია ახლა სუსტ პოზიციებზეა
პუტინმა ხელიდან გაუშვა მოლაპარაკებების შანსი, ახლა უკრაინა გადაწყვეტს როდის და როგორ პირობებში მოახდინოს მოლაპარაკება“
კომენტარები