გერმანია უკრაინას დამატებით PzH2000 თვითმავალ ჰაუბიცებსა და MARIS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს: გადაწყვეტილება ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბელგიაში დღეს შეიკრიბნენ.
“რამშტაინის ფორმატში შეხვედრა განსაკუთრებულ დროს მიმდინარეობს: რუსეთის სარაკეტო დარტყმები და ნაწილობრივი მობილიზაცია, ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის კონტრიერიში. ჩვენი მიმდინარე დახმარების კოორდინირებას ვახდენთ. უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა დამატებითი PzH2000 და MARS II”, – წერია გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს გვერდზე.
კომენტარები