პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი და ღია პროპაგანდისტი, ქართული წარმოშობის ჟურნალისტი თინა კანდელაკი ტელეგრამზე წერს:
“ნაცნობმა მომწერა ნიუ-იორკიდან: „რუხი სამყარო, ჭუჭყი, ბომჟები, უამრავი დარტყმული, სიცივე და, რაც მთავარია, ცივილიზაციისგან რაღაცა ჩამორჩენილი სამყაროა. ყველაფერი ძალიან არათანამედროვეა. ისეთი განცდა მაქვს, რომ 2010 წლის მოსკოვში აღმოვჩნდი“, – წერს თინა კანდელაკი ახლობლის წერილის შესახებ.”
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისთვის, თინა კანდელაკის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან მალევე, დასავლეთის სანქციები ამოქმედდა.
კომენტარები