დღეს დილას გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. თვითმხილველები მედიასთან ყვებოდნენ, რომ ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად ბავშვმა ბურთის ამოღება სცადა, დენის დარტყმის შემდეგ კი მისი დახმარება მეგობრებმა სცადეს. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამი არასრულწლოვანიდან ორის მდგომარეობა მძიმეა იყო.
ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა შემზარავი ცნობა:
მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა გარდაიცვალა – განცხადება ცოტა ხნის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გააკეთა. დაღუპულია 13 წლის მოზარდი. დაუზუსტებელი ინფორმაციით დაღუპული მოზარდი არის გოგონა.
ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება თბილისის მერიც. ადგილზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული.
კომენტარები