სამწუხარო ინფორმაცია ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის გარდაცვალების შესახებ, ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა დაადასტურა. ექიმის ინფორმაციით, მეორე მოზარდი ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რაც შეეხება მესამე ბავშვს, არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმხობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები