პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ამბობს, რომ უმკაცრესი რეაგირება მოხდება.
“ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.
ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება”, – წერს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში რეკონსრტუქცირებული შადრევანი, მერიამ გუშინ საზეიმოდ გახსნა.
კომენტარები