პოლიტიკოსი, სერგი კაპანაძე:
“ამ ტრაგედიის ფონზე აზრი აღარ აქვს არაფრის წერას. ბრაზი გვახრჩობს ყველას. მხოლოდ სამძიმარი და ძალიან ძალიან დიდი ბრაზი :(((
მაგრამ ახლა სხვა თემაზე:
ამასობაში ომბუდსმენის კანდიდატების შეფასებები დადო კომისიამ, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ აგრეგირებული ქულები არ დააწერინეს ჟიურის, გამოქვეყნების მერე ყველა ქულის აგრეგირება მარტივი საქმე იყო. შესაბამისად, სანამ ხვალ რაღაც პარტიულ მესიჯ-ბოქსს შემოგვთავაზებენ, შეგვიძლია მარტივად დავთვალოთ ჩვენითვე. ფრიად საინტერესო სურათი გამოიკვეთა.
რაც არ უნდა საინტერესო და მოულოდნელი იყოს, ამ კომისიის მიერ დაწერილმა ქულებმა თითქმის 100%-ით გაიმეორა მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნომინირებული კანდიდატები.
კერძოდ, ტოპ სამი კანდიდატი აგრეგირებული ქულებით არიან:
1. ანა აბაშიძე – 8.91 ქულა
2. ნაზი ჯანეზაშვილი – 8.72 ქულა
3. გიორგი ბურჯანაძე – 8.51 ქულა
ამის მერე, ქართული ოცნების მხრიდან სხვა კანდიდატის არჩევა იქნება პირდაპირ ევროკავშირის რეკომენდაციაზე ღიად უარის თქმა. შეგახსენებთ, რომ 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ომბუდსმენის არჩევას ეხება.
უფრო დეტალურად:
კომისიას ოთხი კატეგორიის მიხედვით უნდა შეეფასებინა კანდიდატები. აქაც პრაქტიკულად იგივე სურათი გვაქვს.
კეთილსინდისიერების კრიტერიუმში – ტოპ 3
1. ანა აბაშიძე – 8.77 საშუალო, 35.6 ჯამური
2. ნაზი ჯანეზაშვილი – 8.5 საშუალო, 34.8 ჯამური
3. გიორგი ბურჯანაძე – 8.16 საშუალო, 34 ჯამური
მიუკერძოებლობის კრიტერიუმში ტოპ 3
1.გიორგი კოხრეიძე – 9.33 საშუალო, 56 ჯამური (შეაფასა მხოლოდ 6-მა წევრმა)
2. ნაზი ჯანეზაშვილი – 9.28 საშუალო, 65 ჯამური
3. ანა აბაშიძე – 8.8
გიორგი ბურჯანაძე ამ სიაში მე-5-ზეა 8.4 ქულით. ესეც იმიტომ, რომ 4-მა კანდიდატმა არ შეაფასა, ხოლო ერთმა დაბალი 5 ქულა დაუწერა.
პროფესიული ცოდნის კრიტერიუმში ტოპ 3
1. გიორგი ბურჯანაძე – 8.87 საშუალო, 71 ჯამური
2. ანა აბაშიძე – 8.66 საშუალო, 78 ჯამური
3. ნაზი ჯანეზაშილი – 8.55 საშუალო, 77 ჯამური
ადამიანის უფლებების ცოდნის კრიტერიუმში ტოპ 3
1. ანა აბაშიძე – 9.33 საშუალო, 84 ჯამური
2. გიორგი ბურჯანაძე – 8.62 საშუალო, 69 ჯამური
3. ნაზი ჯანეზაშვილი – 8.55 საშუალო, 77 ჯამური
ყველა კანდიდატის რანგირება საშუალო ქულებით რომ გავაკეთოთ შემდეგ სურათს მივიღებთ (იხ ქვემოთ).
ასევე შეგვიძლია თითოეული კანდიდატისთვის ექსპერტების მიერ სხვადასზვა კრიტერიუმებში დაწერილი ქულები მექანიკურად დავაჯამოთ. აქაც ჯამებს თუ ავიღებთ ტოპ 3 ასე გამოვა:
1. ანა აბაშიძე – 321
2. ნაზი ჯანეზაშვილი – 288
3. გიორგი კოხრეიძე – 237
ამ სიაში გიორგი ბურჯანაძე მეოთხეა 231 ქულით.
პ.ს. მასალები შეგიძლიათ იხილოთ. აქ – https://parliament.ge/media/news/shefaseba
პ.პ.ს შეიძლება გამოთვლებში, რომელიც მექანიკურად ხელით გავაკეთე, რამე მცირე შეცდომა იყოს, მაგრამ სურათი აშკარად ნათელია ასეც რომ მომხდარიყო.
კომენტარები