ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
“ქოცის კვინტესენცია ჩემთვის არის მათიკაშვილის სამრეცხაო. გახსოვთ? იჩალიჩა, დიდი შეკვეთები “დაითრია“ , სადღაც ბარაკებში დადგა ჩვეულებრივი სარეცხი მანქანები და თოკებზე ფენდა გასაშრობად სარეცხს. განა არ შეეძლო კარგი, პროფესიონალური სამრეცხაოს ხაზი ეყიდა, შეკვეთები გარანტირებული ქონდა,მაგრამ არც გაქანება ეყო, არც ტვინი, არც განვითარების სურვილი. ან კი რაში ჭირდებოდა, შეკვეთები მაინც ექნებოდა, იმიტომ რომ ქოცია და ბ–ნი ბიძინას ერთგული მონა. არ მავიწყდება ის სიუჟეტი მათიკაშვილის სამრეცხაოზე. თვალებიდან არ ამომდის. ჩვენი ქვეყნის კვინტესენციადაც იქცა.
აი დღეს, ერთმა ქალმა, მერიაში რომ იღებს ხელფასს და ეთერებში ისტერიკებს მართავს ქოცების დასაცავად, დიდი შეთქმულების თეორია ააგო, რაღაცაშია საქმე, რანაირად ჩაუვარდაო ტვ პირველს ხელში ასე მალე ვაკის პარკის დოკუმენტაცია. დაიმართა კრუნჩხვა. წარმოიდგინეთ, ფეისბუქზე მერიის პიარ და პოლიტკონსულტანტი უწერია სამსახურად. მე რომ ფულს მახევს სახელმწიფო, მაგას უხდიან იმ ფულს. და ის არ იცის, რომ ყველა ეს დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში, ერთი მაუსის დაწკაპუნება უნდა და იცი ყველაფერი. და ამ დონის “პროფესიონალები“ ყავთ მერიაში და ყველგან, მხოლოდ იმიტომ, რომ არანაირი შანსი და პერსპექტივა ამ არარაობებს კონკურენტულ გარემოში არ გააჩნიათ, ერთადერთი ის შეუძლიათ,თვალები გამოგთხარონ თავისი გარანტირებული ლუკმაპურის და ქოცების დასაცავად, რომლებიც მათგან არც პროფესიონალიზს ითხოვენ და არც არაფერს, გარდა მონური ერთგულებისა. ასეა ეს სისტემა აწყობილი. ლპობა და ხრწნაა ყველა დონეზე. სხვანაირად შეუძლებელია, როცა ძალაუფლება ასეთ პრიმიტიულ, ამორალურ ჯოგს უვარდება ხელში. საშიშია ხალხო ასე ცხოვრება. ზოგად–თეორიულ და პოლიტიკურ–ფილოსოფიურ დონეზე კიარა, მართლა, სიცოცხლისთვის საშიშია ყოველდღიურ ყოფაში. რანაირად მოვახერხეთ რომ ჩვენი ბედი და მომავალი ამათ ჩავუგდეთ ხელში და ვუყურებთ შორიდან, მშვიდად, როგორ აჩანაგებენ? წარმოუდგენელია ამის დაჯერება.”
კომენტარები