ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“ერთი დილა გათენდა გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ. ვიღაცისთვის მზე ისევ ანათებს, ვიღაცისთვის არასდროს გამოანათებს. ცხოვრება ასეთია.
იმ კაცმაც გაიღვიძა, დევი მეზურნიშვილმა, ორი ბავშვის სიცოცხლე ისე რომ გადარჩნა, საკუთარზე არ უფიქრია, ამილახვარმაც გაიღვიძა, ალბათ. ორივე გამოვა ქუჩაში, მეზურნიშვილს ისევ ვერ იცნობენ, ალბათ, თავისთვის უხმაუროდ გააგრძელებს ცხოვრებას, ალბათ ძველებურად გაუჭირდება და დაულხინდება, ძველებურად მოუწევს შეჭიდება ყოველდღიურობასთან. დიდი ჯიპდან გადმოსულ ამილახვარს ისევ წელში მოხრილები მოწიწებით მიესალმებიან, მერე ცოტა შურითაც გააყოლებებ თვალს , ისიც წელში გამართული , ბრძნული გამომეტყველებით ვიღაცისთვის გაიმეტებს სალამს, ვიღაცისთვის- არა. და ძველებურად ორივეს ზოგადი სახელი ისევ კაცი იქნება. ახალი -არაფერი, ასეთია ცხოვრება. ოღონდ ჩვენ არაფერი გვეკუთვნის არჩევანის გარდა მშვიდობიანი დღე ყველას, ვინც დღეს მზე კიდევ დაინახა !”
კომენტარები