უფლებადამცველი, თამარ იარაჯული:
სანამ თქვენ მანდ ნაცის ყვირილში ხართ აქ ამ ქვეყანაში ბავშვები იღუპებიან,
ეხლა კარგად მომისმინეთ!
ჩემი შვილი 12 წლის გაბრიელი არის ცუდად სულ ეხლა ხანს ჩემით გავარკვიე დიაგნოზი,
უმძიმესი ოპერაცია მითხრეს,
ვეძებ ექიმს რომელიც მეტყვის რომ ამ ოპერაციის დროს და შემდეგ არ დამეღუპება,
ჯანდაცვამ ძალიან კარგად იცის გაბრიელის წლების მწარე ისტორია და კონსილიუმიც კი ზედაპირული ჩაუტარეს,
ეხლა აღარ გამაჩნია არაფერი სახლი მანქანა ტელეფონი და ყველაფერი ლომბარდში მაქვს გაბის გამოკვლევების გამო მეორე შვილიც უმძიმეს დღეში მყავდა ვმკურნალობ
ხოდა აი ეხლა გაფრთხილებთ დამირეკოს ჯანდაცვის წარმომადგენელმა.
აიღონ ბავშვის სიცოცხლე და ოპერაცია თავის თავზე ან გაუშვან სადაც ამ ოპერაციის დიდი პრაქტიკა არსებობს,
გაბრიელი უნდა გადარჩეს ამას მისი ოჯახი ვეღარ შეძლებს ამდენი წელი ჩვენი შრომით ვაცოცხლეთ ხოდა ეხლა სახელმწიფოს გვერდში დგომის დროა,
ყველა ბავშვი ამ ქვეყანაში ბეწვის ხიდზე დადის გამართავი ჯანდაცვის გამო,
მე არც კლინიკა არც ექიმი არც ჯანდაცვა არ მომისმენს ისე როგორც თქვენ მთავრობას ხოდა მიხედეთ გაბრიელს და არა მე ან ჩემ მოთხოვნებს,
გაბრიელი კარგად იქნება თუ ამას დროზე და კარგი ექიმი გააკეთებს.
ძალიან მალე ველოდები თქვენს პასუხს და ჩართვას საოპერაციოდ მოსამზადებლად აიღეთ თქვენ თავზე თქვენივე დანაშაული და გადაარჩინეთ გაბრიელი.
ან აქ ან სხვა ქვეყანაში ან მოიწვიეთ ან აქ ნახეთ ქირურგი რომელიც აიღებს თავის თავზე ამ უმძიმეს ოპერაციას და შემდგომ მის რეაბილიტაციას,
გინდა თხოვნად გაიგეთ ეხლა ეს გინდა მოთხვოვნად,
მე არ ვაპირებ ვიგლოვო ცოცხალი შვილი მე ვაპირებ როგორც არასდროს ისე დავეხმარო ვიბრძოლო და გადავარჩინო.”
კომენტარები