პოლიტიკოსი, დავით ჭიჭინაძე, მთავარ არხზე, გიორგი ამილახვარის გუშინდელ განცხადებაზე და ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას, ამბობს:
“ამ ბავშვის მამა ჩემი მეზობელია, ბავშვობიდან ვიცნობ, უწესიერესია, პედაგოგი, ბავშვებს ჩოგბურთს ასწავლის. არ ვიცი, ეზოში ხომ არიან გამორჩეული ბავშვები, ასეთი ბავშვი იყო. სხვის შვილებს ეფოფინება მამამისი, რა უყურადღებო? ასეთ რაღაცას რომ იტყვის მართლა… ამ ადამიანთან ერთად ერთ შენობაში როგორ უნდა იჯდე მერე?
არავის ვუსურვებ იმას, ეს ტრაგედია რომ საკუთარ თავზე გამოსცადოს. როდესაც შენ ამ მომენტში მშობელს ადანაშაულებ, არ ვიცი რა ადამიანი იყო და პიარულად გადაფარო, იმის მაგივრად იქ ეძებო პრობლემა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მოპარულია… ამ მოპარვას ჰყვება ჩვენი ბავშვების სიცოცხლის მოპარვა.
ნე მგონი გადავგვარდით, ერთმანეთის ტრაგედია აღარ გვაწუხებს, მახსოვს 70–80–იან წლებში ესეთი რაღაცა რომ მომხდარიყო, მთელი ქალაქი გლოვობდა დ ატიროდა. გამოფენასავით გახდა ეს ყველაფერი და ვიღაცეები ქულების დაწერას ცდილობენ. როგორ შეიძლება ამაზე რამის აგება, მოხდა, განგებამ ასე ინება, მაგრამ ის უნდა გამოცადო, რატომ მოხდა, აღარ განმეორდეს, რამდენი ფანტანი კეთდება ამ ქალაქში. რამდენჯერ გვინახია ჩამონგრეული გზები და სახლები… ”
კომენტარები