ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი, სანდრო შელია, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას, “ტვ პირველთან” ამბობს:
“დარღვევაა ბევრ დონეზეა, ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გამოიტანოს, რომელიც ასე თუ ისე ერკვევა უსაფრთხოების საკითხებში. შადრევანს უნდა ჰქონოდა დაცვის რამოდენიმე მექანიზმი. ორი მოწყობილობაა, რომელიც უნდა ყოფილიყო და უნდა მოქმედებდეს – პირველი – დენის გაჟონვის რელე, რომელიც აფიქსირებს იმ შემთხვევაში, თუ ხდება დენის გაჟონვა და თიშავს სისტემას და მეორეა – დამიწების სისტემა, ამათგან რომელიმეს მაინც რომ ემუშავა სწორად, სისტემა გაითიშებოდა, ან მოხდებოდა ნეიტრალიზება ამ ძაბვის.
ერთია განათება, რომელიც როგორც მე მესმის დაბალი ძაბვისაა და მეორეა ტუმბოები, რომელიც იყენებს მაღალ ძაბვას და ეს გახდა მიზეზი ტრაგედიის. ამ დანაგარზე მიერთებული უნდა იყოს რელე, რომელიც აფიქსირებს დენის გაჟინვას და წესით, ავტომატურად უნდა გათიშოს სისტემა. როგორც ჩანს, ამ მოწყობილობამ არ იმუშავა, ან არ იყო სწორად დამონტაჟებული. ეს რელე აუცილებლად უნდა ყოფილიყო და დამიწების სისტემა, როგორც ჩანს არც დამიწების სისტემამ იმუშავა და არც რელემ.
ფაქტია ერთი, რომ ჩატარებულიყო ექსპერტირება, სწორად რომ ემუშავა მოწყობილობას… შეიძლება ის მოწყობილობები არ მუშაობდა მუდმივად, ითიშებოდა რაღაცა გამო, რაღაც მომენტში, სწორედ ამიტომაა აუცილებელი ადკევატური შემოწმება.”
კომენტარები