თურქეთში, ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, 58 გადარჩენილი მაღაროელიდან 11 საავადმყოფოებში მკურნალობს.
ბოლო ინფორმაციით, რამდენიმე გადარჩენილი მაღაროელი შახტის 2 სადგურზე – 300 და 350 მეტრის სიღრმეზე ამ დრომდე იმყოფება. მაშველები სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობენ.
ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები