ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ეხმაურება 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას.
„- ბებო, ბებო, ჩვენთან ჩოგბურთზე გოგოა, რომელიც ძალიან ლამაზად აწოდებს ბურთს… – მითხრა ამ დილით ტასომ და გვერდით მომიჯდა ამბის მოსაყოლად. უცებ, ჩემი ლეპტოპის ეკრანს შეხედა და გაკვირვებულმა შემომხედა, – შენც მაგას უყურებ?… მე ტიკ-ტოკში ვნახე ახლა… ჩემ ეკრანზე 2 დღეა მარიტას ფოტოა გაშეშებული. ის ისეთი ლამაზია… ისეთი პატარა და კეთილი ღიმილით…
– ჰო, მეგობრები გადაარჩინა- ვუთხარი ტასოს ის, რაც პირველი მომადგა გონებაში.
– კი, კი, ვიცი… და კუდევ რომ ჩააწოდა, გაიმარჯვა ჩოგბურთში – აქაქანდა ტასო.
ტასუკა 5 წლისაა. მისთვის ეს პირველი გაუცნობიერებელი ტრაგედიაა და ამ ტრაგედიას სახელი არა აქვს.
არც მე დავარქმევ სახელს.
გეფერები, ჩემო პატარა, გულიანო გოგო! ფრთებით გაფრენილო მარადისობაში!
თქვენ კი, ჩასაფრებულო, დაგეშილო ტურებო, იქნებ, ბავშვებისგან მაინც ისწავლოთ ადამიანობა!“
კომენტარები