ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ყურადღება!
არ მინდა ვიფიქრო და არ მინდა ასე იყოს, მაგრამ შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხელისუფლება მალავს კორონავირუსის შემთხვევებს.
მაგალითად, დღეს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ განაცხადა, რომ მცხეთა-მთიანეთში არც ერთი მოსახლის ინფიცირების ფაქტი არ დადასტურებულა, რაც მტკნარი სიცრუეა (განცხადება დღეს გავრცელდა “ინტერპრესნიუსზე”).
4 აპრილს, კორონავირუსი დაუდასტურდა თიანეთის რაიონის სოფელ მაგრანეთში მყოფ სამხედრო პირს, რომელიც ერთი კვირით იმყოფებოდა საკუთარ ოჯახში, სოფელ მაგრანეთში. ინფიცირებულს არაერთი კონტაქტი ჰქონდა სოფლის მოსახლეობასთან.
დღეს ვნახე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის დღევანდელი ვიდეოლაივი. ვიდეოდან ცხადად ჩანს, რომ თიანეთის მერი ასევე ადასტურებს შემთხვევას, ამას გარდა, ჩანს, რომ მეჭიაურმა შესაბამის უწყებებს ინფორმაცია დროულად მიაწოდა.
ამის მიუხედავად,ხელისუფლებამ, მათ შორის, გუბერნატორმა, როგორც ჩანს, ამ ამბის მიჩქმალვა გადაწყვიტა.
რამდენადაც ვიცი, ადგილობრივი ამბულატორია, თითქმის არ მუშაობს, ასევე უბნის ექიმიც, სავარაუდოდ, თვითიზოლაციაშია. რამდენიმე თემი მხოლოდ 1 ექიმის იმედზეა პრაქტიკულად. არ ხდება გაძლიერებულად დაკვირვება ადგილზე. არაა მობილიზებული ადგილზე დამატებით სამედიცინო საჭიროებები და ა.შ.
მოვითხოვ განმარტებებს გუბერნატორისგან და ზოგადად ხელისუფლებისაგან, ასევე, იმედი მაქვს, რომ ადგილობრივ ამბულატორიას მოამზადებენ საჭიროებებისათვის და მოამარაგებენ.”
კომენტარები