17 ოქტომბერს ქუთაისში +23 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში უნალექო დღე იქნება, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.
ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +17, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო დღეა მოსალოდნელი. +17 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი.
გუდაურში დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +11 ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +17 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.
კომენტარები