გამთენიისას ოკუპანტებმა იერიშები უკრაინის დედაქალაქზე მიიტანეს. პუტინმა კიევი ირანული დრონებით დაბომბა. იერიშების შედეგად შევჩენკოს რაიონში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს
მუშაობენ სახანძრო დანაყოფები. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელის ახლი. ადგილზე არიან მედიკოსებიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ვაზუსტებთ, – წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.
კლიჩკომ ასევე, ერთ-ერთი კამიკაძე დრონის ნამსხვრევები გაასაჯაროვა.
კომენტარები