უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე მან ირანისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა.
“დღეს, უკრაინა-ირანის ურთიერთობების ისტორიაში პირველად, მე მოვუწოდე ირანის წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. მოთმინება აღარ შეიძლება, ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ახსნას და არგუმენტებს დიდი ხანია, თუმცა სიმართლის დამალვა შეუძლებელია და ეს სიმართლე დღეს კიევის სახლებში შეფრინდა. ამიტომ, დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო”, – თქვა კულებამ.
კულებას თქმითვე, ირანის წინააღმდეგ სანქციები მესიჯი იქნება ყველასთვის, რომ ვინც რუსეთს დაეხმარება “იგრძნობს ამის ფასს”.
მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის ომში, ირანის ჩართულობის კონკრეტულ მტკიცებულებებს განიხილავს.
კომენტარები