საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მიროტაძის 1 ნომერში , სადაც ექსპერტიზის ბიურო “მშენ-ექსპერტი” მდებარეობს. სწორედ ამ კომპანიას უნდა შეესწავლა ვაკის პარკში ობიექტის უსაფრთხოება.
კომპანია ექსპერტიზისთვის კომპანია “გრინსერვის პლუსმა” დაიქირავა. მშენექსპერტის თანამშრომლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენს გადამღებ ჯგუფს არც შენობაში შესვლის საშუალება მიეცა.
ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში კი ცოტა ხნის წინ კახა მურადაშვილი მივიდა, თუმცა მედიასთან არც მას უსაუბრია და თქვა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
კომენტარები