ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერიძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ქურდობა ქუთაისის მერიის მედიაცენტრში. წაღებულია ჩემი ნოუთბუქი და “ტვ პირველის” ვიდეო კამერა. კამერებში ჩანს, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი კაცი ფანჯრიდან ოთახში შედის 07:15 საათზე.”
ჩასწორება:
მოგვიანებით, ჟურნალისტმა მორიგი წერილი გაავრცელა საპატრულო პოლიციის ფოტოთი, სადაც წერს: “მადლობა ბიჭებს, ქუთაისის მერიის მედიაცენტრიდან მოპარული ნივთები ნაპოვნია. პირი, რომელმაც ჩემი ნოუთბუქი და “ტვ პირველის” კამერა მოიპარა დაკავებულია.”
კომენტარები