ფსიქოლოგი, შოთა ბერულავა, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
სამწუხარო ფაქტი მოხდა თქვენს გადაცემაში. იმედია, უყურადღებოდ არ დატოვებთ ამ შემთხვევას და გონივრულ ვადაში, განმარტებას მოვისმენთ.
სტერეოტიპების დასანგრევად მოსული ადამიანი, თავად არ უნდა ავრცელებდეს მეცნიერულად დაუსაბუთებელ, არასწორ, მასტიგმატიზირებელ ინფორმაციას.
უხერხულია, როცა ძაღლის ქცევის სპეციალისტი ბავშვის ფსიქო-სოციალური განვითარებისა და ქცევის საკითხებს განიხილავს. ამასთან ერთად, გამოთქვამს პირად მოსაზრებას ბავშვის აღზრდის საკითხებზე და მშობლების როლზე, რომლებიც კვლევებზე, ან კლინიკურ შემთხვევებზე არ არის დაფუძნებული.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანს, ვეჭვობ, ფსიქოლოგის, ან ფსიქოთერაპევტის სტატუსი არ აქვს და რატომ აძლევს თავს უფლებას, ისეთ საკითხებზე ისაუბროს, რომლებიც მისი კომპეტენციის ფარგლებს ცდება?! თუ ფსიქოლოგია, საქმე გვაქვს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევასთან.
ჩვენთვის, ფსიქოგანათლება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება და მსგავსი განცხადებები არასწორი წარმოდგენების/სტერეოტიპების გავრცელებას უწყობს ხელს.
ეს ვიდეო არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, სრულ სიუჟეტს ვუყურე. სამწუხაროდ, ამ განცხადებაზე არც ჟურნალისტებს ჰქონიათ რეაქცია.”
მალევე გააკეტა განცხადება გადაცემის გუნდმაც – რომელსაც ამ ლინკზე იხილავთ.
“გულწრფელ ბოდიშს გიხდით, რომ პირდაპირ ეთერშივე ვერ მოხდა დროული რეაგირება” – “დილა ფორმულაზე”
კომენტარები