ჟურნალისტი, გრინ ბარეტი:
თურქულ სერიალებშია ხშირად, – მავანი ძლიერი ამა ქვეყნისა რომ რაიმე დანაშაულს ჩაიდენს, რომელსაც უკვე ვეღარსად დამალავს… (სიტყვაზე ბავშვი გაიტანა მანქანით) მისი გარემოცვა ეგრევე იწყებს ძებნას და უსწრაფესად პოულობს ვინმე გაჭირვებულს, ვისაც პირდებიან რომ ოჯახს შეუნახავენ, სოლიდურ გასამრჯელოს უხდიან და ამის დანაშაულს იმ ღვთის გლახას ჰკიდებენ (ჰკიდებენ რა – თავად ნებაყოფლობით იკიდებს…)
…ხოდა ესენი (ჩინური აპარატურა რომ ჩაამონტაჟეს აუზში გერმანულის ნაცვლად, – წავა ერთი მაგის დედაც მოვ- ნო!..
მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი რომ შუა ბასეინში ჩადგეს იმის ნაცვლად რომ ოცი მეტრის მოშორებით, მშრალ ადგილზე დაედგათ, (ალბათ ოცი მეტრი კაბელის ეკონომიის მიზნით და ისევ და ისევ “წავა-ს” პრინციპით, – როგორც სჩანს ფულის გადახდასაც კი არ აპირებენ, ისე მარტივად უნდათ ხელი შეაწმინდონ და ანგელოზი ბავშვის ცოდვა აჰკიდონ ვიღაც მექანიკოსსა და რიგით მუშას, თავად კი ბურთები და მაისურები ურიგონ ტელეკამერების წინ დენდარტყმულ და უფლის შეწევნით სიკვდილ გადარჩენილ ბავშვებს და ასე უმარტივესად გამოძვრნენ ამ შარიდან…
წესით არ უნდა გამოუვიდეთ… მაგრამ ალბათ ახლა და აქ – გამოუვათ, – ხოლო იმქვეყნიურ სამსჯავროზე, მორალიდან დაცლილი ხალხი, როგორც წესი, – ბოლო მომენტამდე არ ფიქრობენ…
პ.ს. იცით თქვენ, – არ მაინტერესებს ქოცი – ნაცი… ბავშვი ჩაიფუფქა აუზში და იმის ვაჟკაცობა მაინც გეყოთ, გამოძიების დამთავრებამდე ტრაკები აწიოთ მაგ სკამებიდან და დროებით გადადგეთ…
კომენტარები