ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი:
დილით ავტობუსში ჩავჯექი, დამხვდა დედა-შვილი, რუსები. ბავშვი ალბათ მაქსიმუმ მესამე კლასელი ბიჭი.
მთელი გზა დედა ხმამაღლა და გამოთქმით ამეორებინებდა გამრავლების ტაბულას.
ეს ბავშვიც ტიტინებდა. ბავშვია და უნდა იტიტინოს, იცელქოს, სკამზეც იხტუნაოს.
ხოდა, უყურებ ამ ბავშვს, ლაღს, ლამაზს, საყვარელს, რომელიც არაფერს აშავებს და ყველა სხვა ბავშვივით იქცევა და გახსენდება ბავშვები “აზოვსტალიდან”, რომლებსაც სამი თვე მზის სინათლე არ ჰქონდათ ნანახი, ბავშვები, რომლებმაც დაბომბვის გამო კიდურები დაკარგეს, ბუჩაში და ირპენში 4-დან 14 წლამდე კბილებდაძრობილი და გაუპატიურებული ბავშვები, ის არდაბადებული ბავშვი, რომლის 6 თვის ორსული დედაც კიევის გუშინდელ დაბომბვას შეეწირა და ნერვები გეშლება, ბოღმა გახრჩობს.
ადრეც დავწერე, ჩვენ რომ 2008-ში გვკლავდნენ, იმათი შვილები გაიზარდნენ და ახლა უკრაინელებს ხოცავენ.
რა ვიცი, ეს ბავშვიც გაიზრდება და თუ მანამდე რუსეთი არ ჩამოინგრა და არ ჩაქვესკნელდა იმ სახით, რა სახითაც ახლაა, ისიც სხვებს დახოცავს ალბათ.
საღამოს ისევ რუსებით გადატენილ ავტობუსში ავედი, მომდევნო გაჩერებაზე სამი უცხოელი ამოვიდა, ან არაბები, ან ირანელები – ორი ქალი და თინეიჯერი ბიჭი.
ბიჭი ტელეფონზე ცოტა ხმამაღლა საუბრობდა და ეცა ჩემს წინ მჯდომი ვიღაცა ქალი, ნუ მაწუხებო.
როგორც გაირკვა, ეს ბიჭი ონლაინ ლექციას ესწრებოდა.
ბიჭის საუბარმა კი არ შეაწუხა, არა, აი, უჯიშო არაბები და ირანელები არ უყვარს.
რუსები გიყვართ მეთქი ? – ვკითხე და ნებისმიერი რუსი მირჩევნია შენნაირ ქართველსო. გვერდით ქეთი დოლიძე აბრაზნი ქალი ეჯდა და იმან, გაწელილი, გადაპრანჭული, ინწილიგენტური საუბრის მანერით მომმართა, მოსკოვში ამ ხმაზე რომ ილაპარაკო, ავტობუსიდან ჩაგაგდებენო.
მე და ვიღაც გოგო ვეომებოდით ამ ქალებს, სხვები ისხდნენ გაყურსულები და ამ ქალებზე თვალით და ხელების მოძრაობით გვანიშნებდნენ, აფრენენ ეგენიო. ხო, მარტივია, “აფრენს” გაიფიქრო, გაატარო და ნერვები არ მოიშალო, ვიდრე პასუხი გასცე და ხმა ჩააკმენდინო.
ნუ, იმ ქალებმა გამზრდელი, ზრდილობა და შესახედაობა დაგვიწუნეს მე და იმ გოგოს. მათ საყვარელ “კულტურულ მასკვიჩებთან და მასკვიჩკებთან” შედარებით, ალბათ პლებეები ვართ.
ავტობუსიდან ჩამოსული მარკეტში შევედი და შემომყვა ორი ბასიაკი.
“შოტა სალიონაიე ვაზმიომ, ნაპრიმერ რიბუ”. იბოდიალეს, “რიბას” ვერ მიაგნეს და გამყიდველ გოგოს მიადგნენ, “რიბა ესწ”? ამ გოგომ, არც აცია, არც აცხელა და “რა გნებავთ?” ქართულად ჰკითხა.
“ფიშ, ჰევ ფიშ”? იკადრეს ინგლისურად.
“ნოუ ფიშ, ნოუო” ამ გოგომ და კი გაიძურწნენ.
მერე მითხრა, ვერ ვიტან ამათო.
ამხელა სტატუსი რამ დამაწერინა და უკვე ყველგან არიან ესენი, ყველგან.
აი ასე, ურდოსავით შემოგვესივნენ, რამდენიმე დღეში აითვისეს ავტობუსების და მეტროს მარშრუტი, მოეწყვნენ “პა დამაშნემუ, კლასნა” და არსად წასვლას აღარ აპირებენ.
პატარა ტაგანროგი ან ნიჟნი ტაგილი გავხდით და საშველიც არსადაა.
ავტობუსში რომ გამლანძღა, იმ ქალის ნაირი კაცი გვაზის თავზე, რუსების გამო, ყელს რომ გამოგვაღდრის და რომელმაც ორშაურად ჩაგვაბარა პუტინს.
ვზივარ ნერვებმოშლილი და მეტირება, რა დღეში ჩავიგდეთ თავები, სადამდე დავეცით.
ეს ცხელი შემოდგომაც არ დადგა.
უკრაინას გაუმარჯოს, რომელმაც იცის, რისთვის იბრძვის.
კომენტარები