ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს მაჰმუდ ადიბს შეხვდა.
გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე. როგორც გივი ჭიჭინაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტს დეკემბერში ირანის მეჯლისის დელეგაცია ეწვევა, რასაც ქართველი კანონმდებლების საპასუხო ვიზიტი მოყვება.
ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ელჩს მის საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაძლიერდება.
კომენტარები