ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას და რუსეთის რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ესტონეთში უკრაინის ელჩზე, მარიანა ბეცაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ისტორიული დღე. ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუ) ახლახან მიიღო განცხადება” უკრაინის ტერიტორიის ანექსიის დაგმობა და რუსეთის რეჟიმის ტერორისტულად გამოცხადება. მადლობა ჩვენს ესტონელ მეგობრებს”, – განაცხადა ელჩმა.
დოკუმენტს მხარი 88-მა ესტონელმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.
„რიიგიკოგუ აცხადებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. რიიგიკოგუ საერთაშორისო საზოგადოებას მსგავსი დეკლარაციების დამტკიცებისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში.
კომენტარები