7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.
“გიხაროდეს! მომადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეული ხარ დედათა შორის.”
ორი წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა:
„ეს დღესასწაული იმდენად დიდია, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, მე გამიგონია მათგან, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, იმდენად დიდია ეს დღესასწაული. შევთხოვოთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს.
სულიწმინდა მოვიდეს ჩვენს ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ. ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა თქვენ, საქართველოს და მთელს მსოფლიოს“.
კომენტარები