მწერალი და ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
,,შიშის დროს ადამიანში შიმშილის გრძნობა ძლიერდება და ჭამას უმატებს.
ეს ელემენტარულია და ყველა ფსიქოლოგმა იცის.
ამიტომ სანამ მაგიდას მიუჯდებით, გააცნობიერეთ თქვენი შიშები და გააძევეთ თქვენიდან.
დამშვიდდით და ისე დაიწყეთ საკვების მიღება.
ნუ შეგეშინდებათ შიმშილის, საჭმლის დაკლების, სიღარიბის, ფულის დაკლების, სამსახურის დაკარგვის, ავადმყოფობის, სიკვდილის.
შიშებით არა მხოლოდ გზას უხსნით ნეგატიურ ფიქრებს და უშვებთ ნეგატიური სცენარის რეალიზაციას, არამედ თქვენს ორგანიზმს აიძულებთ შიშის გამო იმაზე მეტი საკვები მიიღოს, ვიდრე სჭირდება. რათა მომავალ „საშინელი პერიოდში თავის გადარჩენისთვის“ ცხიმი დააგროვოს.”
კომენტარები