ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული პირები გვიან ღამით, წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა მოინახულეს.
„გრინსერვის +“-ის თანამშრომლებისა და კომპანიის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, მამუკა ბლიაძემ, განაცხადა:
„მე დღეს შევხვდი ლაშა ფურცხვანიძეს. იგი დგას მყარად, როგორც მართალი კაცი, ის ნამდვილად მართალია. გავესაუბრე, დეტალები გავიარეთ. ჯერ ბრალი და საქმის მასალები არ გადმომცემია და საქმეს დეტალურად ვერ ვიცნობ. უბრალოდ, მას გაუკვირდა დაკავების ამბავი. დღეში სამჯერ მიდიოდა გამოკითხვაზე და თუ დასაკავებელი იყო, მივიდოდა და დააკავებდნენ. რამ გამოიწვია სამსახურში, ოფისში მისი დაკავება, გაუგებარია. ჩვენება ყველაფერი გამოძიებისთვის დეტალურად აქვს მიცემული. იგი თანამშრომლობდა და გააგრძელებს თანამშრომლობას. მისი ბრალეულობა არაფერი არ არის.
როგორც ვიცი, პროექტი რამდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ რაც შეიცვალა ყველაფერი შეთანხმებული იყო მერიის სამსახურებთან და როცა ცვლილება შედიოდა, იმის მიხედვით ხდებოდა ყველა სამუშაოს განხორციელება. მერიასთან შეთანხმებული იყო, რაც იცვლებოდა, ცვლილების შემდგომ მიმდინარეობდა სამუშაოები. მერე დატესტეს, სამი დღე იმუშავეს, ეს ყველაფერი დაიტესტა, ტელევიზიამაც გადაიღო. ფურცხვანიძე თავის ბრალეულობას ამ საქმეში ვერაფერს ვერ ხედავს. გაოგნებულია თვითონაც, არაფერი პრობლემა არ უნდა შექმნოდა. ასევე გაოგნებულია „გრინსერვისის“ ორი თანამშრომელი, ვისაც მე ასევე ვიცავ. მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ, თითქოს ექსპერტები აიძულეს, რომ ყალბი დასკვნა გაეკეთებინათო, ეს აბსურდია.”
კომენტარები