ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა. კარანტინის რეჟიმი პასექის დღესასწაულის წინ წესდება და 7 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.
აღნიშნულ პერიოდში ჩაიკეტება ქალაქებში შესვლა და გამოსვლა, მოპსახლეობას აეკრძალება სახლებიდან გამოსვლა.
„კარანტინის რეჟიმს ვაწესებთ ქვეყნის მასშტაბით, რომელიც 7 აპრილს 16:00 საათზე ამოქმედდება და 10 აპრილის 07:00 საათამდე გასტანს. არ დავუშვებთ ერთი თვის წინ პურიმის დღესასწაულზე მომხდარს, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების ეპიდემია გაჩნდა“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა მათ, ვინც პასექს აღნიშნავს, მოუწოდებს დღესასწაული სახლში ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნონ.
პასექი უდიდესი ებრაული დღესასწაულია. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილი ყრმების გადარჩენას, რასაც წინ უძღოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ და ანტიკური ევიპტიდან ებრაელთა გამოსვლას.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 8 611 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 56 ადამიანი კი გარდაიცვალა.
„იმედინიუსი“
კომენტარები