პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოცქსელში, იუნისეფის ანგარიშზე, რომლის თანახმადაც 15 წლამდე მოზარდთა 65% -ს მარტივი ტექსტის სწორად აღქმა და გაგება არ შეუძლია – ეხმაურება და წერს :
“გავიხსენოთ, იუნისეფის (UNICEF) ანგარიშის გამო მთავრობა გადადგა! გახსოვთ?! იქ ეწერა, ბავშვები საქართველოში შიმშილობენო…
მსოფლიო ბანკის (World Bank) 2022 წლის ანგარიშის გამო არა მარტო მთავრობა უნდა გადადგეს (წესით, ქვეყანა რომ ვიყოთ) და რატომ, იცით?! ანგარიში ადასტურებს, რომ:
საქართველოში 15 წლის მოზარდების 65% “გაუნათლებელია”, დიახ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!(დეტალები ანგარიშში წაიკითხეთ).
ყოველი მე-4 ბავშვი არ დადის საბავშვო ბაღში!
საქარველოს 5 წლამდე ბავშვების ნახევარს 3 საბავშვო წიგნიც არა აქვს სახლში!
ახლა შეკითხვა საზოგადოებას, მთავრობას, ოპოზიციას, და თქვენ- როდემდე?!
არაპროფესიონალიზმი – კლავს!
არაკომპეტენტურობა – კლავს!
ანგარიშვალდებულების არარსებობა – კლავს!
ვერ გაიგეთ, რა ვთქვი?! წაიკითხეთ თავიდან! სამწუხაროდ, ახალგაზრდების 65% ვერც კი გაიგებს, რა ვთქვი.”
კომენტარები