ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა ამ ინფორმაციას.
მისი განცხადებით, ზურაბ ადეიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური ხასიათის იყო, რასაც ადასტურებს მისი მონაწილეობა ევროპულ საბჭოში უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე გამართულ შეხვედრაში.
„ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასეთი წარმომადგენლობა ნათელი დადასტურებაა, რომ ადეიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური ხასიათის იყო“, – აცხადებს ბეჟაშვილი.
კომენტარები