იტალიის ქალაქ ბიელში 104 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.
ადა ზანუსოს, რომელიც მოხუცებულთა სახლში ცხოვრობდა, კორონავირუსის სიმპტომები 17 მარტს გამოუვლინდა. მას ჰქონდა ცხელება, გულის რევა და სუნთქვა უჭირდა. თუმცა ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ქალი გამოჯანმრთელდა.
ექიმები აცხადებენ, რომ ის მსოფლიოში უხუცესი ადამიანია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა.
კომენტარები