„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ შეკითხვის პასუხად განაცხადა:
“ახლაც აგრძელებთ ბულინგის მცდელობას კონკრეტული არჩეული ადამიანის მიმართ და ეს ბულინგი გუშინ მთელი დღე იყო დაკავებების გადასაფარად. 9 ადამიანი დააკავეს, ბრალდებამ მიიჩნია ამ ეტაპზე რაღაც გადაწყვეტილება სწორად, ეს გადაწყვეტილება გახმოვანდა და დარწმუნებული ვარ, ამის გადასაფარად მდაბიო ბულინგი და კამპანია აიწია ფეისბუქში. დღეს ამას ავითარებთ და ბულინგს აგრძელებთ .
„ჩემი აზრით, ახლაც აგრძელებთ ბულინგის მცდელობას კონკრეტული არჩეული ადამიანის მიმართ და ეს ბულინგი გუშინ მთელი დღე იყო დაკავებების გადასაფარად. 9 ადამიანი დააკავეს, ბრალდებამ მიიჩნია ამ ეტაპზე რაღაც გადაწყვეტილება სწორად, ეს გადაწყვეტილება გახმოვანდა და დარწმუნებული ვარ, ამის გადასაფარად მდაბიო ბულინგი და კამპანია აიწია ფეისბუქში. დღეს ამას ავითარებთ და ბულინგს აგრძელებთ. ბულინგი შეეხება იმას, რატომ ნახა კახა კალაძემ დაზარალებული ბავშვი და რატომ გახმოვანდა ეს ამბავი. მე ვფიქრობ, რომ პირველი – მორალური ვალდებულებაა მართლაც, რომ დაზარალებულ ადამიანებს მან დაუჭიროს მხარი, როგორც თვითონ განაცხადა და ამისი აბსოლუტური უფლება აქვს და მგონია, რომ მორალურად სწორი ამბავია და მეორე – ეს არავისგან დასამალი არ არის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, პოლიტიკოსები, ყველაფერი ხელის გულზე ჩანს და მაინც და მაინც თქვენი ბულინგის შედეგი უნდა იყოს, რომ რაღაცეები დაიმალოს? ანუ, თქვენ როცა გინდათ გვეკითხებით, რაღაცას რატომ არ ამბობთ, ახლა – რატომ თქვა. ჭრელო პეპელას ამბავია, ყველაზე მარტივად, პრიმიტიულად რომ ვთქვათ. შესაბამისად, თქვენ ბავშვსაც აბულინგებთ, კონკრეტული თანამდებობის პირის ბულინგის მცდელობაა მეთქი და ბავშვს არ ვაბულინგებთო. წარმოიდგინეთ, ამხელა კომპლექსია თქვენში, რომ ბავშვსაც აბულინგებთ. მე არ მითქვამს, თქვენით თქვით“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები